შვიდკაცა • Shvidkatsa - Mkholod Ertkhel Lyrics

Lyrics Mkholod Ertkhel - შვიდკაცა • Shvidkatsa




მინდა ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და გამეხსნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი
ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და გაეხსნას ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი
მივდივარ და სად მივდივარ
სადაური საითა
ლელო ერთხელ გავიტანე
განა კიდევ გავიტან
ლელო ერთხელ გავიტანე
განა კიდევ გავიტან
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და გამეხსნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი
ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და გაეხსნას ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი
სადაური სად გაფრინდა
ვის ცერზე ზის ტიალი
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით
მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და გამეხსნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი
ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და გაეხსნას ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი
კარნი სამოთხისანი



Writer(s): Rusudan Sh Sebiskveradze, Archil K Sulakauri


Attention! Feel free to leave feedback.