მამუკა ჩარკვიანი - Kesanebi paroles de chanson

paroles de chanson Kesanebi - მამუკა ჩარკვიანი




შორით თავს გიხრი და შორით გესალმები
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები
სულში ამოდიან და თინათინობენ
თუ უზენაესის, გამჩენის ცრემლი ხარ
ტკივილით მითხარი რა მელის ცოდვიანს
ო, რა კარგი ხარ და რა მშვენიერი ხარ
შენს ცისფერ ყვავილებს
რა ტანჯვა სცოდნიათ
ჭადრის ხეებზეზე სხედან ჩიტები
ნატვრის თვალისო გინდა მიგნება
ყველაზე მეტად დღეს მე მჭირდები
ხვალ ჩემი ძვლებიც აღარ იქნება
შორით თავს გიხრი და შორით გესალმები
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები
სულში ამოდიან და თინათინობენ
შორით თავს გიხრი და შორით გესალმები
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები
სულში ამოდიან და თინათინობენ
სულში ამოდიან და თინათინობენ



Writer(s): Jansug A Charkviani, Mamuka J Charkviani



Attention! N'hésitez pas à laisser des commentaires.