გიორგი ბასილაშვილი - შენი ბრალია paroles de chanson

paroles de chanson შენი ბრალია - გიორგი ბასილაშვილი




მინდა შეგიმკო თმები გვირილით
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი
იცოდეს ყველამ შენი ბრალია
იცოდეს ყველამ შენი ბრალია
გადაუარა ბაგებს ქარებმა
და ჩემში ისევ ქარიშხალია
ჩემი სიმშვიდე და მღელვარება
იცოდეს ყველამ შენი ბრალია
იცოდეს ყველამ შენი ბრალია
ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები
მინდა შეგიკრა ოქროს გალია
მე თუ ვმაღლდები მე თუ ვეცემი
განა არა გრძნობ შენი ბრალია
განა არა გრძნობ შენი ბრალია
გადაუარა ბაგებს ქარებმა
და ჩემში ისევ ქარიშხალია
ჩემი სიმშვიდე და მღელვარებაც
იცოდეს ყველამ შენი ბრალია
იცოდეს ყველამ შენი ბრალია
ცხოვრება მიქრის ნიაღვარივით
და ჩემთვის თითქოს არა სცალია
მკიან მდიდარნი მკიან ღარიბნი
მიზეზი შენ ხარ შენი ბრალია
მიზეზი შენ ხარ შენი ბრალია
ცხოვრება მიქრის ნიაღვარივით



Writer(s): გიორგი ბასილაშვილი, ხუტა ბერულავა



Attention! N'hésitez pas à laisser des commentaires.