მამუკა ჩარკვიანი - მაღლა და მაღლა paroles de chanson

paroles de chanson მაღლა და მაღლა - მამუკა ჩარკვიანი




Რა ახლოსა ხართ ხეებო მზესთან
Რა ახლოსა ხართ მზესთან ზარებო
Გაუხელია თვალები ნესტანს
Და მღერის თამარ მეფის სამეფო
Სულ ზევით, ზევით
Მაღლა და მაღლა
Ნაცრისფერ გზებზე
Შენს თვალებს ვუმზერ
Სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა
Დაუბნევია მიხაკი გულზე
Ჩვენი სათქმელი
Უთუოდ დღეს ვთქვათ
Რა დროს შიშია
Და მოკრძალება
Ეს სიყვარული საუბრობს ღმერთთან
Და ალბათ მალე
Ჩამობრძანდება
Სულ ზევით, ზევით
Მაღლა და მაღლა
Ნაცრისფერ გზებზე
Შენს თვალებს ვუმზერ
Სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა
Დაუბნევია მიხაკი გულზე
Ათასი კვირტი
Ათასი ვარდი
Და აფეთქება ასიათასი
Გამოღმით შენ ხარ
Და მე ვარ გაღმით
Და გაზაფხულის
Გვაქვს სილამაზე
Სულ ზევით, ზევით
Მაღლა და მაღლა
Ნაცრისფერ გზებზე
Შენს თვალებს ვუმზერ
Სინათლის ფერი მობრუნდა წაღმა
Დაუბნევია მიხაკი გულზე
Დაუბნევია მიხაკი გულზე



Writer(s): მამუკა ჩარკვიანი



Attention! N'hésitez pas à laisser des commentaires.