ფანდურა ბექაური - Khando paroles de chanson

paroles de chanson Khando - ფანდურა ბექაური




მთებიდან გადმოვიხედე
თვალი შევავლე ხანდოსა
ლამაზად გადაშლილიყო
გლეხის ნაშრომი ამკობსა
გაღმა გამოღმა ხევებში
ნაკადულის ხმა ატკბობსა
მთებში გაშლილი ცხვარია
სილამაზით რომ გათრობსა
ხანდო ლამაზო მხარო
ხანდო ლამაზო მხარო
ხანდო ლამაზო მხარო
ხანდო ლამაზო მხარო
ხანდოში ამბავ მოვიდა
მტრის ჯარი შემოვიდაო
მთაში გაიგო ბეჟანიმ
გული მთლად დაუმძიმდაო
წუთში წინ დახვდა მტარველებს
არ დაახანა ხმალია
ისე სთიბავდა მტრის ჯარსა
თითქოს სამკალში არია
არ დავივიწყოთ წინაპართ
შრომა და ადათ-წესია
რაც მტრობას დაუნგრევია
სიყვარულს უშენებია
ხანდო ლამაზო მხარო
ხანდო ლამაზო მხარო
ხანდო ლამაზო მხარო
ხანდო ლამაზო მხარო



Writer(s): Giorgi Bekauri, Vazha Mnatobishvili



Attention! N'hésitez pas à laisser des commentaires.