Erekle Deisadze - Didi Qartveli текст песни

Текст песни Didi Qartveli - Erekle Deisadze



ნუ მეძებ იქ, სადაც არ ვარ
მე ყვავილებით დანაღმული მთა ვარ
მთა ვარ, როცა მთავარ გამზირზე ვდგავარ
პოლიციელების ალყაში მონუმენტს ვგავარ
გემს, გემს ამ ზღვაში ვინ განაგებს
ვინ აფერადებს დილით ცის კამარებს
დევს, დევს, ხალხი ათოვს ტრამალებს
ამ ომში ღმერთი ლოცავს ჩაგრულთა ამალებს
დამიზნებულ ხელკეტებს ვიცილებ ყველას
და ვენდობი მხოლოდ ჩემს კეტებს
ასე უთქვამთ, ლეგენდები არ კვდებიან
ლეგენდები იბადებიან და ხდებიან
იმის გამო, რისთვისაც ისინი ცდებიან
საერთო სტატისტიკას მაინც ვერ აცდებიან
მოგონებიდან სხვა მოგონებამდე
მაცილებენ ქუჩის ძაღლები ღამე სახლამდე
ამცირებენ მანძილებს აქამდე
ამცირებენ სიმძიმეს ამ [?]
გულს ჰკითხე ასე რატომ დუმს
მშვიდად გადახედე გზას
და მიყევი სიარულს
არ ვეძებ იმას, რაც სიბნელის ფონზე ბრწყინავს
არ განვიხილავ იმას, რაც მე არ მიხილავს
არ ვეძებ იმას მე და ვამბობ იმასვე
ვინც, როგორც ჯედაი დგას განაპირასვე
მომეცი ხელები, შემოვიხვიო ტანზე
რეზინის ტყვიები ყვავილებივით კანზე
და როცა ისინი ჩვენ გვაგზავნიდნენ წყალზე
მოგვქონდა ახალი შეკითხვები და სხვა მზე
რა მქვია მე?
რა გვარის ვარ?
ვინა ხარ შენ?
მე პატარა ქართველი ვარ
უნდა გავიზარდო და გავხდე კიდევ უფრო დიდი
რა მქვია მე?
რა გვარის ვარ?
ვინა ხარ შენ?
რა მქვია მე?
რა გვარის ვარ?
ვინა ხარ შენ?



Авторы: Giorgi Keburia, Erekle Deisadze, Anzor Chikhladze


Erekle Deisadze - Am Enit Amen
Альбом Am Enit Amen
дата релиза
25-12-2021




Внимание! Не стесняйтесь оставлять отзывы.