David Datunashvili - სულ ახალი Songtexte

Songtexte სულ ახალი - David Datunashvili




Სულ ახალი კორპუსები, მშენებარე
Სულ ახალი მანქანები, ბევრი გარეთ
Სულ მალე გაიყიდება, მზე და მთვარე
Სულ იქითა ვარსკვლავები, ხელზე ბარემ
Სულელური საქციელი, რამდენიც გინდა
Სულ იგივე შეცდომები, მე აღარ მინდა
Სულ მინდა, რომ შენ მიყვარდე და შენც თუ გინდა
Სულ არ გვინდა მეტი ფიქრი, დრო გაფრინდა
Სულ ახალი აქციები, ფასდაკლება
Სულ ახალი ტელეფონი, განვადება
Სულ ახალი მარკეტინგი, მოგონილი
Სულ ახალი იმედები, გაფრენილი
Სულ ახალი იდეები, გაცვეთილი
Სულ იგივე სკოლები და გაკვეთილი
Სულ არ ვიქნები ბოროტი, მე ვარ კეთილი
Ეს დღეები მალე გავა უსათუოდ




Attention! Feel free to leave feedback.