33a - Mjera Ca Kavkasionis (I Believe That the Caucasus’s Sky…) paroles de chanson

paroles de chanson Mjera Ca Kavkasionis (I Believe That the Caucasus’s Sky…) - 33a



მე სამი სიმი მყოფნის ფანდურის, რომ გამოვხატო ჩემი ქართული,
მჯერა ოჯახის, თავისუფლების, არ მაქვს სურვილი დიდი სუფრების,
არ მიყვარს ჭიქა ნაკლული, არც ჩანაფიქრი მხმიბლავს მზაკვრული,
მიყვარს თუშური გარმონი, თათარაიძის დაკრული,
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა კავკასიონის და დედამიწის ტრიალის...
რაც შეეხება დემოკრატიას, მე არ ვეკუთვნი არც ერთ პარტიას,
მე არ მკიდია ჰალსტუხი ყელზე, თანამდებობა მკიდია...
არ მიყვარს ღიმილი სტრატეგიული, მიყვარს ცხოვრება ენერგიული,
არ მჯერა პიარ პონტების, მეგობარი ვარ ნოტების,
მე მჯერა დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა კავკასიონის და დედამიწის ტრიალის...
მე არ მჭირდება ვინმეს გინება, არც მილიარდის შოვნა მინდება,
მყოფნის ვაჟასთან გასაუბრება, ღამე უბანში გასეირნება.
მე სამი სიმი მყოფნის ფანდურის, რომ გამოვხატო ჩემი ქართული,
მჯერა ოჯახის, თავისუფლების, არ მაქვს სურვილი დიდი სუფრების,
არ მიყვარს ჭიქა ნაკლული, არც ჩანაფიქრი მხმიბლავს მზაკვრული,
მიყვარს თუშური გარმონი, თათარაიძის დაკრული,
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა მე კავკასიონის და დედამიწის ტრიალის...




33a - Usakhelouri
Album Usakhelouri
date de sortie
25-12-2014




Attention! N'hésitez pas à laisser des commentaires.