დაგდაგანი - Yvelaferi Kvdeba paroles de chanson

paroles de chanson Yvelaferi Kvdeba - დაგდაგანი



მე დღეს აღარ ვემალები მეგობრებს
და მგონი ადგილი ვუპოვე ყველაფერს
არცერთი დღე არ არის შორს
და აღარც ვთვლი დილამდე დროს
მე დღეს აღარ ვემონები დასალევს
და აღარ ვეძებ ცხოვრებაში სიმართლეს
ყველაფერს ვხვდები, ვერაფერს ვგრძნობ
და არავის, არაფერს ვთხოვ
და ყველაფერი კვდება
თითქოს ფანჯრიდან ცვივა
დამპალი ხის გემო ავსებს შენს მუცელს
შენ აღარ გტკივა
მე დღეს აღარაფერი მაშინებს
არ ვერიდები ყველა გამვლელს
აქ აღარც ცხელა, და აღარც თოვს
არცერთი დღე არ არის შორს
მე დღეს აღარაფერი მადარდებს
ჩემი ნივთებით დღეს ცეცხლი დაანთეს
არაფერს ვნანობ, მაგონდება
უფერული ეს ცხოვრება
და ყველაფერი კვდება
თითქოს ფანჯრიდან ცვივა
დამპალი ხის გემო ავსებს შენს მუცელს
შენ აღარ გტკივა




დაგდაგანი - Ra Cudi Xalxi Dadis Am Chven Lamaz Qveyanashi
Album Ra Cudi Xalxi Dadis Am Chven Lamaz Qveyanashi
date de sortie
21-12-2016




Attention! N'hésitez pas à laisser des commentaires.