Вахтанг Кикабидзе - Друзья Детства текст песни

Текст песни Друзья Детства - Вахтанг Кикабидзе



მე თბილისის უბნებში ბევრი ძმები მყავს
მათი კაცობს მჯერა, მეგობრობის მწამს
საქართველოს მარგალიტო, დედაქალაქო
მინდა გულში ჩაგიკრა და გელაპარაკო.
ძმაკაცებს რომ ვესტუმრები, ჩემი ყრმობის მეგობრები
ოდნავ მობერებულები მარტო არა მტოვებენ
აი ასე მოვდივარ მთელი ცხოვრება
თბილისისთვის ეს არის დიდი ქონება.
ჩვენი ძმობის მიზეზი სიყვარულია
და ეს მცნება მრავალგზის გასინჯულია
თბილისელებს შემოგევლოთ ბუბა ბიძია
მე უთქვენოდ სიცოცხლე არ შემიძლია.
გაგიმარჯოთ ელგუჯებო, ზურაბებო, ლევანებო
უკვე ხანში შესულებო, ჯანა, რა ვაჟკაცებო
აი ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება
თბილისისთვის ეს არის დიდი ქონება.
ძველ თბილისში სიყვარული რას გაუყვია
ქალაქიდან ქალაქელი ერთი გულია
ყველას ერთად გეხუტებით თბილისელებო
ჩემო დებო, ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო.
მე ხომ დღეს სულ თქვენთვის ვმღერი
მინდა იყოთ ბედნიერი
ყველა რჯულის ქალაქელი
კიდევ ერთი ასი წელი.
აი ასე ვიაროთ სიყვარულითა
დედაქალაქს დაგილოცავთ წრფელი გულითა.



Авторы: георгий цабадзе


Вахтанг Кикабидзе - Ларису Ивановну хочу




Внимание! Не стесняйтесь оставлять отзывы.