დაგდაგანი - Yvelaferi Kvdeba Songtexte

Songtexte Yvelaferi Kvdeba - დაგდაგანი




მე დღეს აღარ ვემალები მეგობრებს
და მგონი ადგილი ვუპოვე ყველაფერს
არცერთი დღე არ არის შორს
და აღარც ვთვლი დილამდე დროს
მე დღეს აღარ ვემონები დასალევს
და აღარ ვეძებ ცხოვრებაში სიმართლეს
ყველაფერს ვხვდები, ვერაფერს ვგრძნობ
და არავის, არაფერს ვთხოვ
და ყველაფერი კვდება
თითქოს ფანჯრიდან ცვივა
დამპალი ხის გემო ავსებს შენს მუცელს
შენ აღარ გტკივა
მე დღეს აღარაფერი მაშინებს
არ ვერიდები ყველა გამვლელს
აქ აღარც ცხელა, და აღარც თოვს
არცერთი დღე არ არის შორს
მე დღეს აღარაფერი მადარდებს
ჩემი ნივთებით დღეს ცეცხლი დაანთეს
არაფერს ვნანობ, მაგონდება
უფერული ეს ცხოვრება
და ყველაფერი კვდება
თითქოს ფანჯრიდან ცვივა
დამპალი ხის გემო ავსებს შენს მუცელს
შენ აღარ გტკივა



Autor(en): Giorgi Bulbulashvili, Giorgi Kotchlashvili, Irakli And Tsotne, Irakli Shengelia, Mate Khurtsidze, Tsotne Gorgoshidze



Attention! Feel free to leave feedback.