Erekle Deisadze - Zamtari Lyrics

Lyrics Zamtari - Erekle Deisadze




სანამ ზამთარი შეღებავს ქალაქს
ტყვიით დაფარულ მიწას ირეკლავს ცა
ჩვენი ბავშვობა ომიდან გვეძახის
ისევ გიმარცვლავ ტკივილს და შენთან ვარ
ჩემი ნაბიჯები მიაქვს დროს
ჩემი ნაბიჯები შენ გახსოვს
და შენს ქუჩას
უკვე მზე ანათებს აღარ თოვს
თუ კი ეს სიმღერა გაგთბობს
შენთან მოვალ
მე ცალ ხელში დამჭკნარი იები მეჭირა
და კვლავ შენსკენ მოვყავდი
თეთრად დათოვლილ გზებს
ჩვენ გვინდოდა გაქცევა მაგრამ ვერ გავრბოდით
და ქაღალდის თვითმფრინავებს
ვესროდით მზეს
ჩემი ნაბიჯები მიაქვს დროს
ჩემი ნაბიჯები შენ გახსოვს და შენს ქუჩას
უკვე მზე ანათებს აღარ თოვს
თუ კი ეს სიმღერა გაგთბობს
შენთან მოვალ



Writer(s): Erekle Deisadze



Attention! Feel free to leave feedback.