შვიდკაცა • Shvidkatsa - Mkhare Lamazi Lyrics

Lyrics Mkhare Lamazi - შვიდკაცა • Shvidkatsa




თვითონ არვიცი ასე რად ხდება
სადაც კი ვნახავ ლამაზ მთა-გორებს
სადაც ლამაზი მთა-ბარი მხვდება
ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს
და მე არ მინდა სხვა ნეტარება
თუნდაც ვიარო მთელი სამყარო
ალბათ ვერ ვპოვე სხვა შედარება
მხარე ლამაზი რომ შევადარო
მისი ხატება, როგორც ლამპარი
მინათებს გზებს და თან დამატარებს
სადაც კი მხვდება ტურფა მთა-ბარი
ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს
და მე არ მინდა სხვა ნეტარება
თუნდაც ვიარო მთელი სამყარო
ალბათ ვერ ვპოვე სხვა შედარება
მხარე ლამაზი რომ შევადარო
და მე არ მინდა სხვა ნეტარება
თუნდაც ვიარო მთელი სამყარო
ალბათ ვერ ვპოვე სხვა შედარება
მხარე ლამაზი რომ შევადარო
და მე არ მინდა სხვა ნეტარება
თუნდაც ვიარო მთელი სამყარო
ალბათ ვერ ვპოვე სხვა შედარება
მხარე ლამაზი რომ შევადარო



Writer(s): Grigol Abashidze, Matsatso Sebiskveradze


Attention! Feel free to leave feedback.