შვიდკაცა • Shvidkatsa - Tbiliso Lyrics

Lyrics Tbiliso - შვიდკაცა • Shvidkatsa




ნეტავ სად არის კიდევ ცა
უძირო, ლურჯი, ხალასი
სწორედ ისეთი, როგორც შენია
ნაიარევი წარსული
ნანგრევი ნარიყალასი
ჭაღარასავით შემოგრევია
თბილისო, მზის და ვარდების მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი
სად არის ჭაღარა მთაწმინდა
თბილისო, მზის და ვარდების მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი
სად არის ჭაღარა მთაწმინდა
ჩაივლი მტკვართან ხეივანს
და გაზაფხულის მაყრები
გეგებებიან, როგორც ჭადრები
აქ არ იმღერო ძნელია
აქ ხომ ფოთლებიც მღერიან
და ცას ფირუზზე ლურჯი ფერია
თბილისო, მზის და ვარდების მხარეო
უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი
სად არის ჭაღარა მთაწმინდა
სად არის სხვაგან ახალი ვარაზი
სად არის ჭაღარა მთაწმინდა



Writer(s): Petr P Gruzinskij, Revaz I Laghidze


Attention! Feel free to leave feedback.