Erekle Deisadze - Am Enit Amen paroles de chanson

paroles de chanson Am Enit Amen - Erekle Deisadze



რაც მიყვარს არი ერთგულება რაც ფასობს
ჰქვია სიყვარული
შენი სახელი ჩემში ისე იგუგლება
აკრძალულ ზონებზე მინდა მარტო სიარული
როცა მეკითხებიან რატომ დავდივარ მარტო
ნაბიჯები მინდა გულისცემას დავამატო
ვათვინიერებ ტკივილებს და ნებისმიერ ფანტომს
ვაკეთებ უკიდეგანობიდან ახალ ნახტომს
რისი გეშინია თქვი
უფრო გამაგონე ხმა
ახლა იმდენი მაქ დრო
უფრო მეტი უნდა ქნა
აიღე ხელში რამე აიღე ხელში
ბავშვები ყეფენ გამოკეტილ დერეფნებში
იწერენ პირჯვარს მათ უკვე იციან სკოლა
დედაენა დედის გინება და სროლა
და წოლა იატაკზე ჩემ ოთახში
ოკეანეში გულაღმა ვწევარ როგორც ნავში
ქალაქში მშენებლობიდან დაეშვა ბავშვი
რომელ მხარეს დგეხარ სოციალურ სამართალში
თქვი რატომ აღარ იღებ ხმას
იქნებ შენი თავი მძულს
Როგორი გემო აქ მკვდარს
რამდენჯერ დაყნოსე ფულს
ღამე ლოცვა უფრო მაგრად აშიებს
სათქმელი მაქვს ღმერთთან ვინ დამაკავშირებს
ღარიბთა ლოცვა უნდა მივუტანო მათ შვილებს
დავიცვა ყველაფერი რაც ვერ დაანახშირეს
რაც ჩვენია ისინი რატომ ჭამენ
აგიტანენ და მერე მოგიტანენ
კურთხეულ იყოს შენი მათთან ბრძოლა
ამ ენით ვამბობ ამენით ამენ
რაც ჩვენია ისინი რატომ ჭამენ
აგიტანენ და მერე მოგიტანენ
კურთხეულ იყოს შენი მათთან ბრძოლა
ამ ენით ვამბობ ამენით ამენ
ამენით ამენ
ამენით ამენ
ამენით ამენ
ამენით ამენ



Writer(s): Giorgi Keburia, Erekle Deisadze, Anzor Chikhladze


Erekle Deisadze - Am Enit Amen
Album Am Enit Amen
date de sortie
25-12-2021




Attention! N'hésitez pas à laisser des commentaires.