Текст песни




რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს?
ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს,
ცრემლის ნამი, რა ვქნა მე, არ მასველებს
ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ.
მოხიბლული მაგ შენს თვალის წამწამით
განა ვლოთობ, არ იფიქრო ეგ წამით,
დღე ვდარდობ და ღამე დავეხეტები
მე მიჯნური ღობე-ყორეს ვედები.
ვგრძნობ უშენოდ წლები როგორ მაკლდება
გამიღიმე, მითხარ რა დაგაკლდება?
არა! არ მსურს მოწყნელი გიხილო
ამას მიჯობს, სამარეში მიხილო.
ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ-ლალები
სიყვარულის ბედით განაწამები.
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები.
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ...



Авторы: Niaz Diasamidze, George G Tsabadze


33a - Saperavi
Альбом Saperavi
дата релиза
21-10-2012

1   Raodenta
2   Mun
3   Shota
4   Tbilisi
5   Sulis Vardo
6   Ampelorgaphy
7   Meskhuri
8   Vaja
9   Pur Un Amour Egal
10   Omi Grdzeldeba
11   Ai Mtazeda
12   Mindia
13   Shota Blues
14   Mravaljamier




Внимание! Не стесняйтесь оставлять отзывы.
Загрузка
Загрузка