დაგდაგანი - Adamianebi Ar Vargian Lyrics

Lyrics Adamianebi Ar Vargian - დაგდაგანი



ადამიანები არ ვარგიან
დღე და ღამე ტარაკანებივით დარბიან
ტირიან ფარულად საპირფარეშოებში
რომ არაფერი სერიოზულია ცხოვრებაში
დაუყონებლივ ისინი დაგაბიჯებენ
კოღოებივით ისინი სისხლს გიტუმბავენ
სანამ ხელს არ ჩაარტყამ და არ ბრუნდებიან
ჯოჯოხეთში სადაც მხოლოდ ობობებია
ადამიანები არ ვარგიან
დღე და ღამე საბნების ქვეშ ისე კვდებიან
რომ არ იციან ვინ იყო მათ მიმართ გულწრფელი
კრუნჩხვებისგან სძვრებათ ყველა კბილზე ემალი
ერთადერთი მეგობარი არის სიჩუმე
სიხარულით სანახავი მხოლოდ სიბნელე
მხოლოდ ერთი საწოლი რომელიც გიღებს
სიყვარულით ეს იქნება შენი შავი კუბო
ადამიანები არ ვარგიან
დღე და ღამე დებილები იკრიჭებიან
ლესავენ ზურგისთვის ცალკე გათვლილ დანას
და ფიქრობენ ვისზე გამოიყენებენ მას
ადამიანები არ ვარგიან
დღე და ღამე ტარაკანებივით დარბიან
ტირიან ფარულად საპირფარეშოებში
რომ არაფერი სერიოზულია ცხოვრებაში



Writer(s): Dagdagani Band, Giorgi Bulbulashvili, Giorgi Kotchlashvili, Irakli Shengelia, Mate Khurtsidze, Tsotne Gorgoshidze, დაგდაგანი Band


დაგდაგანი - Adamianebi Ar Vargian
Album Adamianebi Ar Vargian
date of release
12-06-2021




Attention! Feel free to leave feedback.