დაგდაგანი - Shevardnadze Maisuri Lyrics

Lyrics Shevardnadze Maisuri - დაგდაგანი



მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს
ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ რათქმაუნდა
დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით
იქ განვითარებულ მოვლენებს
დღეს ზემოდან დამირეკეს
შენ სჭირდებოდი
თქვეს რომ სიტუაციას
მხოლოდ შენ შველოდი
შენ კი იჯექი დივანზე
ღიპზე პურის ნამცეცებით
შევარდნაძე მაისურით
საჭმელს ელოდი
რაღაცა რაღაცა კვლავ
სამშობლოს უჭირდა
დედა საქართველო
მძღნერში იძირებოდა
ყველა მიდის საზღვარგარეთ
ყველა მხოლოდ თავზე ფიქრობს
და არავის არ ადარდებს
აქ რა იქნება
და ამ საქმეს რომ მხოლოდ
შენ თუ უშველიდი
მთელი ქვეყანა შენს მოსვლას
ველოდებოდით
მაგრამ კარგად რომ დაგხედე
თურმე ფიტული იყავი
მთელი დრო ეს ჩემ თავს ველაპარაკებოდი
და იმედგაცრუებული
გვერდით დავჯექი
აბა მარტო მე ამ საქმეს
ვერ მივხედავდი
და დივანზე სხვებიც იყვნენ
შევარდნაძე მაისურით
რამდენიმე მილიონი
კი ვიქნებოდით
და იმედგაცრუებული
გვერდით დავჯექი
აბა მარტო მე ამ საქმეს
ვერ მივხედავდი
და დივანზე სხვებიც იყვნენ
შევარდნაძე მაისურით
რამდენიმე მილიონი
კი ვიქნებოდით



Writer(s): გიორგი ბულბულაშვილი, გიორგი კოჭლაშვილი, გიორგი მიგრიაული, მათე ხურციძე, ცოტნე გორგოშიძე


დაგდაგანი - Shevardnadze Maisuri
Album Shevardnadze Maisuri
date of release
20-03-2022




Attention! Feel free to leave feedback.