ლექს-სენი - ვისაც ჩემთან არ უნდა текст песни

Текст песни ვისაც ჩემთან არ უნდა - Lex-Seni




Ვინც გაგიგებს და კარს გაგიღებს
Და დაგარიგებს, თვალს არ გარიდებს
Უხვად არიგებს, მარგალიტებს
Მაგალითებს და მაგარ რითმებს
Დროულად უნდა ეცადო იყო მასთან
Თან უკეთესად რომ აეწყო დროებასთან
Ქალი კაცთან, მერე განმარტოებასთან
Და ახლოს უნდა იყო უბრალოებასთან
Ვისაც ჩემთან არ უნდა სხვა გზით იაროს
Ისე რომ არაფერი არ დააზიანოს
Საქმემ გამოაჩინოს ვინ რა კაცია
Შეფასება ბედისგან უფრო მკაცრია
Სამყარო მძინარე, მძივებით მორთული
Ცხოვრება მიტაცებს მე უფრო შფოთური
Პრიზები იყო რამდენი ამ დღეს
Არჩევით, საუკეთესო სიმღერის დამწერს
Რაც ქვეყანაზე ხდება ადამიანს ბრალდება
Და მერე ეტაპებად ისტორიას ბარდება
Ლექსი, საუკუნე ცოტა თუ კი მე დამბრალდება
Ვიცი წარსული მომავალზე გადამრავლდება
Მჯერა იმისა, რაც მე ზოგჯერ არ მინდა
Ვერა, ვერ დაიწყებ ყველაფერს თავიდან
Სმენა უფრო ახალი დასაბამიდან
Აღმაფრენა პოეზიური დრამიდან
Არ დაზოგო ფანტაზია, ემოცია განცდები
Საქმიდან მიხვდები, რომ შენ არასდროს არ ცდები
Სამოსი რა გაცვია? ვისთან ვინ რა კაცია
Დღეს ჩემზე იყოს ამის დიდი დიფერენციაცია
Ვისაც ჩემთან არ უნდა სხვა გზით იაროს
Ისე რომ არაფერი არ დააზიანოს
Არ არის, დამიჯერე ასეა!
Მთავარი, იცოდე, გესმოდეს
Რას ფიქრობს, რას ფიქრობ რას?
Მავანი, მოიტა თავანი
Საქმემ გამოაჩინოს ვინ რა კაცია
Შეფასება ბედისგან უფრო მკაცრია
Არ არის, დამიჯერე ასეა!
Მთავარი, იცოდე, გესმოდეს
Რას ფიქრობს, რას ფიქრობ რას?
Მავანი, მოიტა თავანი
Რას ფიქრობს, რას იტყვის, რას ამბობს მრავალნი?
Სხვაც ბევრი არსებობს ამაზე უფრო მთავარი
Რომ არ იყო, არცა ვარ ამპარტავანი
Და მერე აზრი ითქვას თუნდაც მრავალი
Მაქვს ჩემი ჰობი, ბევრჯერ ნაამბობი
Მე ჩემი თავის ნდობით, არ ვერთობი მტრობით
Ჩემი თანხმობით, ჩემი ჰიპ-ჰოპით
Არ დაილევა მჯობზე, მჯობზე მჯობი
Ზოგჯერ ხდება, როცა მშვიდი ძილით გძინავს
Გული ვერაფერმა როცა ვერ დაამძიმა
Თუ მიზანს აცდა, ჩვენი თანაგანცდა
Იცოდე რომ მომავალი უფრო გამკაცრდა
Დრო ოდესმე, რომ არ გამირბოდეს მე
Რაც მინდა მქონდეს მე, უნდა მეძახოდეთ მე
Მერე ვიტყვი: ომით, შრომით, ფეხზე დგომით
Უკანასკნელიდონით და ამაყი ტონით
Ვისაც ჩემთან არ უნდა სხვა გზით იაროს
Ისე რომ არაფერი არ დააზიანოს
Არ არის, დამიჯერე ასეა!
Მთავარი, იცოდე, გესმოდეს
Რას ფიქრობს, რას ფიქრობ რას?
Მავანი, მოიტა თავანი
Საქმემ გამოაჩინოს ვინ რა კაცია
Შეფასება ბედისგან უფრო მკაცრია
Არ არის, დამიჯერე ასეა!
Მთავარი, იცოდე, გესმოდეს
Რას ფიქრობს, რას ფიქრობ რას?
Მავანი, მოიტა თავანი



Авторы: ლექსო ქავთარაძე


ლექს-სენი - სდექ
Альбом სდექ
дата релиза
26-07-2004




Внимание! Не стесняйтесь оставлять отзывы.