Nodar Reviya - Patsatsina Samotkhe текст песни

Текст песни Patsatsina Samotkhe - Nodar Reviya




როგორც ჩიტი გალიაში
როგორც მუჭში პეპელა
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქევ
სიცოცხლის სანთებელა
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის
სულ შენა ხარ სამიზნე
ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ
გულო, სანამ გამიძლებ
ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხევ
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხევ
თვითონ ღმერთი, წამებული
შენ ერთს გწყალობს ისევე
მხოლოდ გულში განისვენებს
მხოლოდ შენში ისვენებს
გულო სანამ გული გქვია
გულო უნდა მტკიოდე
გულო უნდა მიერთგულო
მიმყვე საიქიომდე
ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხევ
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხევ
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხევ
ჯოჯოხეთის დამტეველო
პაწაწინა სამოთხევ



Авторы: Georgij Gavrilovich Tsabadze, Shota Nishnianidze



Внимание! Не стесняйтесь оставлять отзывы.