სეიშენი - I Saw You in the Rain текст песни

Текст песни I Saw You in the Rain - სეიშენი




ვნატრულობ, ყოველ წვიმიან დღეს
ვნატრულობ, ვნატრულობ
ვნატრულობ, ყოველ წვიმიან დღეს
ქარიან წვიმიან დღეს
სიმშვიდე სადღაც
შორეთში თვლემს
კვლავ შენ გიწვდი ხელს
ერთმანეთს ეხებიან, ნაზი ტუჩები
ნუ იქნები ჩუმად ამ ერთ დღეს
ივსება ჰაერი შენით
ჩემს სუნთქვას შენი ხმა შველის
სველი სახე დაუფარავს თმებს
დაგხატეს ცაზე წვეთებმა
იდუმალ ღამეს
და მოგიტან ქარისაგან
ლამაზ ოცნებებს
წვიმა შენ ვერცხლისფერ
წვეთებად დაგეღვრება
და დაგისველებს ნაფერებ სახეს
სინაზე თვალებში უჩუმრად
ჩამეღვრება, მე შენ წვიმაში
პირველად გნახე
ისე ჩანს სიბნელეში
შენი სხეული
თითქოს მთვარე
მკრთალი სხივით თოვს
ცა რუხი ღრუბლებით გთხოვს
რომ არ დამტოვო
არ წახვიდე წვიმისაგან შორს
ივსება ჰაერი შენით
ჩემს სუნთქვას შენი ხმა შველის
სველი სახე დაუფარავს თმებს
დაგხატეს ცაზე წვეთებმა
იდუმალ ღამეს
და მოგიტან ლამაზ ოცნებებს
წვიმა შენ ვერცხლისფერ
წვეთებად დაგეღვრება
და დაგისველებს, ნაფერებ სახეს
სინაზე თვალებში უჩუმრად
ჩამეღვრება, მე შენ წვიმაში
პირველად გნახე
წვიმა, წვიმა შენ ვერცხლისფერ
წვეთებად დაგეღვრება
და დაგისველებს, ნაფერებ სახეს
სინაზე თვალებში უჩუმრად
ჩამეღვრება მე შენ წვიმაში
პირველად გნახე, გნახე



Авторы: ერეკლე დიდია, ლელა ჩილინგარაშვილი



Внимание! Не стесняйтесь оставлять отзывы.
//}